უხერხული sms-ები იყო, დამაეჭვა... - რას ამბობს 14 წლის გოგოს დედა, რომლის შვილზე, სავარაუდოდ" გარყვნილი ქმედება განხორციელდა
გორში მცხოვრები 14 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 24 წლის კაცს, რომელიც გორში "პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო და უკვე დაკავებულია, მის შვილთან უხამსი შინაარსის მიმოწერა ჰქონდა.
"შემთხვევით გავიგე ამის შესახებ. მივყევი ჩემს შვილს ამ ოფისში, არასრულწლოვნები, ჩემი შვილის ტოლა ბავშვები იმყოფებოდნენ, რამაც დამაეჭვა. გავესაუბრე და ამ პიროვნებამ მითხრა, რომ იყო ფსიქოლოგი. რაღაც დეტალებმა დამაეჭვა, შემდეგ შევამოწმე ჩემი შვილის ტელეფონი, სადაც გამოკვეთილი იყო, რომ არ იყო ეს ჩვეულებრივი უფროსის და არასრულწლოვნის მიმოწერა, რაღაც უხერხული ესემესები იყო. შევხვდი პირადად ამ პიროვნებას, მოტყუებით, ვითომ ჩემი შვილი ხვდებოდა და მივიყვანე პოლიციაში",-ამბობს არასრულწლოვნის მშობელი.
შეგახსენებთ, შიდა ქართლში 14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით პატრიოტთა ალიანსის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი დააკავეს.