"ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიელები დაამარცხეს
რაგბი ევროპის ჩემპიონატის, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევის პირველ მატჩში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პორტუგალიას 16-29 სძლია.
აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში და მეორე ტაიმის პირველ ნახევარში მეტოქესთან გამკლავება "ბორჯღალოსნებს" შედარებით გაუჭირდათ, თუმცა საბოლოოდ მაინც მოვახერხეს სადავეების ხელში ჩაგდება და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება.
პირველი ლელო მატჩის 18-ე წუთზე მირიან მოდებაძემ დადო, 27-ე წუთზე კი - ჯაბა ბრეგვაძემ.