თეგებით ძიება

პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება - მამუკა მდინარაძე

პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება, - ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, პლებისციტი „წითელი ხაზი“ და ამას „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება.

„პლებისციტი არის საკითხი, რომელიც მათი მხრიდან მცდელობად არის წარმოდენილი როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, თითქოს ეს არის რაღაც ნაბიჯი. ერთადერთი თემა, ერთადერთი საკითხი, რომელიც მათ დააყენეს და დღესაც ცდილობენ, რომ კომპრომისულ ნაბიჯად გაყიდონ ეს არის პლებისციტი. ეს ვერ გაიყიდება და ვერ შეფასდება კომპრომისად, ვერც გადმოდგმულ ნაბიჯად, იქედან გამომდინარე, რომ პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება. ერთი არგუმენტი უკვე დავასახელე - მაგალითად, ავიღოთ, რომ „ქართული ოცნების“ ყველა მომხრემ, ვინც მხარი დაუჭირა წინა არჩევნებში „ქართულ ოცნებას“, ისევ გაიმეორა, ოღონდ პლებისციტზე არდათანხმების გზით პირობითად ჩატარების შემთხვევაშიდა 48-49% შემთხვევაში არ ეთანხმება პლებისციტს, ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ლეგიტიმაცია ზუსტად იგივეა „ქართული ოცნების“, რაც არჩევნებზე, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მაინც უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. წარმოუდგენელი ნონსენსია, ალბათ, მეთანხმებით. შესაბამისად, როდესაც მთავრობის დაკომპლექტებას არ სჭირდება ლეგიტიმაცია 50%+1 ხმა, ამ დროს ხელახალ არჩევნებზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვიმსჯელოთ, რომ პლებისციტმა ასე გადაწყვიტოს, ასეთი წინადადების დაყენება უბრალოდ არარაციონალურია და ემსახურება გაყიდვას რაციონალურ ნაბიჯად, მეტს არაფერს. რა თქმა უნდა, ეს შეგიძლიათ თქვენ შეაფასოთ როგორც „წითელი ხაზი“, - განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა