თეგებით ძიება

უცილებელია, დაიკითხოს ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე - ლაშა დამენია გავრცელებულ ჩანაწერებზე

აუცილებელია, რომ დაკითხვა მოხდეს სამივე მონაწილე პირის, როგორც ბერა ივანიშვილის, ისე მოქმედი პრემიერმინისტრი, ამის შესახებ აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი, ლაშა დამენია გავრცელებულ აუდიოცანაწერებთან დაკავშირებით.

"ეს იყო რა თქმა უნდა კატასტროფა, რომელსაც გამართლება არ აქვს. აუცილებელია, რომ დაკითხვა მოხდეს სამივე მონაწილე პირის, როგორც ბერა ივანიშვილის, ისე მოქმედი პრემიერმინისტრის და მოქმედი ყველა იმ ხელისუფლების წარმომადგენლის, ვინც ამ ჩანაწერში იღებდა მონაწილეობას", - აცხადებს დამენია.

შეგახსენებთ, 6 მარტს, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ფარული აუდიოჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში ბერას მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, ანგარიშწორებების შესახებ არის საუბარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა