თეგებით ძიება

სერგო ჩიხლაძე - ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მთელი მინისტრთა კაბინეტი გადადგებოდა

ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მთელი მინისტრთა კაბინეტი გადადგებოდა, - ამის შესახებ აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, სერგო ჩიხლაძე გავრცელებულ აუდიჩანაწერებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ქვეყანას "არაადეკვატური და არაჯანსაღი ოჯახი მართავს".

"ჩვენ ვნახეთ, რომ პრემიემინისტრი, მინისტრები ამ ქვეყანაში არ გვყავს. ჩვენ გვყავს ხელის ბიჭები, რომლებიც ფსიქიურად შერყეული ადამიანების პირდაპირ მოწოდებებს ასრულებენ.

ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ მეტ-ნაკლებად ნორმალურ ქვეყანაში, მთელი მინისტრთა კაბინეტი, თავის პრემიერმინისტრიანად სულ მცირე გადადგებოდა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არაადეკვატურ ხალხთან გვაქვს საქმე. არაადეკვატური და არაჯანსაღი ოჯახი მართავს მთელ საქართველოს და მათი ხელის ბიჭები",- აცხადებს ჩიხლაძე.

შეგახსენებთ, 6 მარტს, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ფარული აუდიოჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში ბერას მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, ანგარიშწორებების შესახებ არის საუბარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა