თეგებით ძიება
08. 03. 2021 სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოგებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე ავსტრალიელი ჯონ მილმენი, რომელიც ATP რეიტინგის 41-ე ჩოგანია, ანგარიშით 2:1 დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი სეტი მეტოქეს ანგარიშით: 2:6 დაუთმო. თუმცა მეორე სეტი 6:4, ხოლო მესამე სეტი 6:2 მოიგო და დოჰას ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც ხორვატ ბორნა ჩორიჩსა და ტუნისელ მალეკ ჯაზირის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა