"ქალებს არ სჭირდებათ განსხვავებული 8 მარტი, მათ უნდათ თანასწორი 365 დღე!" - გიორგი ვაშაძე ქალებთან დამოკიდებულებაზე წერს
არასოდეს მიფიქრია, რომ კაცს ქალზე რაიმე უპირატესობა გააჩნია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ოჯახში, სადაც მე გავიზარდე მნიშვნელოვანი როლი ეჭირათ ქალებს. მთელი ბავშვობა ვუყურებდი მათ და არასოდეს მიფიქრია, რომ კაცს ქალზე რაიმე უპირატესობა გააჩნია.
ალბათ, ამიტომაც არასოდეს გამჩენია სურვილი, ჩემს გვერდით მყოფი ქალისთვის თავისუფლება შემეზღუდა, დამეჩაგრა ან ჩემს ჭკუაზე მეტარებინა. პირიქით, ყოველთვის მიზიდავდა თავისუფალი, თავდაჯერებული, ძლიერი და მიზანდასახული ქალი. დღეს ჩემს გვერდით ზუსტად ასეთი ქალია. ჩვენმა ქალიშვილმაც იცის, რომ ისიც და მისი ძმებიც ერთმანეთის თანასწორები არიან.
ქალებს არ სჭირდებათ განსხვავებული 8 მარტი, მათ უნდათ თანასწორი 365 დღე!
ამისთვის მე ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ჩემი დიდი სურვილია, თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა, რადგან უკვე ძალიან ბევრი ქალის სიცოცხლე შეეწირა დამახინჯებულ მენტალიტეტს!", - წერს ვაშაძე ფეისბუქზე.
[flash=425,264]
ოჯახში, სადაც მე გავიზარდე მნიშვნელოვანი როლი ეჭირათ ქალებს. მთელი ბავშვობა ვუყურებდი მათ და არასოდეს მიფიქრია, რომ კაცს...Posted by Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე on ორშაბათი, 08 მარტი, 2021
ცნობისთვის, დღეს, 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.