თეგებით ძიება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს ეზოში მყოფებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

მას შემდეგ რაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა, მცხეთის რაიონულ სასამართლოს ეზოში მყოფ პირებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

კონფლიქტის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოქალაქეებსა და პოლიციას შორის არსებული შეხლა-შემოხლის შემდეგ სამართალდაცვავებმა რამდენიმე პირი ადგილიდან გაიყვანა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

დაკავებული 5 პირიდან ბრალს არცერთი აღიარებს.

გადაწყვეტილების მოსასმენად, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მივიდა მოკლული ფეხბურთელის დედა, რომელიც ხუთივე ბრალდებულის უმკაცრესადდასჯას ითხოვდა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებდა, რომ ბრალდების მხარეს ერთადერთი მოლოდინი ჰქონდა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლო შაქარაშვილის საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა