თეგებით ძიება
10. 03. 2021 სპორტი

დღეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს დღეს აირჩევენ. დელეგატების რეგისტრაცია დიდუბეში, ექსპო ჯორჯიის საგამოფენო დარბაზში 13:00 საათიდან დაიწყება.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ ერთია.

სოსო ტყემალაძემ იმ გულშემატკივრებს, რომლებიც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე, 10 მარტს, მის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან, სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მზადაა, ითანამშრომლოს კონკურენტებთანაც, ვინაიდან ფედერაციის წარმატებისთვის, სწორედ თანამშრომლობაა აუცილებელი.

„ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელსა და გულშემატკივარს წინსვლა და ვაჩუქოთ ის სიხარული, რომელიც, მაგალითად, ორი დღის წინ ჩვენმა ნაკრებმა გვაჩუქა. ჩემს კონკურენტებსაც ვთავაზობ თანამშრომლობას, თუმცა თუ ვინმე ძალადობასა და რაიმე ტყუილში იქნება, მათთან ვერ ვითანამშრომლებ. ჩვენი გეგმებიდან გამომდინარე, შეიძლება, მენეჯმენტში ორჯერ მეტი ადამიანი გვჭირდებოდეს. ისედაც მწირი არჩევანი გვაქვს და ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც თანამშრომლობის საშუალებას გააქრობს.

როგორც იცით, ფედერაციის პრეზიდენტის წინა არჩევნებზე კვორუმი არ შედგა. მე მქონდა მხარდამჭერების 43 ხმა. 10 მარტს დაგეგმილი არჩევნებისთვის საჭიროა ხმების საერთო რაოდენობის 50%, რაც არის 37 ხმა. ჩემს ხმებს სხვა ხმებიც შემოემატება. მაყურებელი და გულშემატკივარი ჩემთან ერთად იზეიმებს გამარჯვებას“, - განაცხადა სოსო ტყემალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა