თეგებით ძიება

გიგი უგულავა ბერა ივანიშვილს - სხვას დედა არ ჰყავს? იმ ბავშვებს დედა არ ჰყავდათ?

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ბერა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება.

"სხვას დედა არ ჰყავს? იმ ბავშვებს დედა არ ჰყავდათ? მართლა, ნამუსი… ამის გამოშვება როგორ შეიძლებოდა. ამ ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნებოდა? გვითხრა, რომ მე ვარ და სხვა არავინ არ არის. რომ მარტო დედაჩემია და მე ქართველი ვარ და თუ კიდე ამოიღებთ დედას გიტირებთ, აი ეს გვითხრა”, – აცხადებს გიგი უგულავა.

თუ ვინმე დედას შემაგინებს, პასუხს მოვთხოვ დღესაც, - ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა.

შეგახსენებთ, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი", სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა