თეგებით ძიება
10. 03. 2021 სპორტი

მორაგბეებში ამხელა პოლიცია და დაცვა არასდროს არ ყოფილა - ირაკლი აბუსერიძე

„ექსპო ჯორჯიას" შენობის ეზოში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე ეხმაურება.

"საზიზღრობაა, რა გითხრათ. ეს არის როგორი ხელებითაც მოდის. მორაგბეებში ამხელა პოლიცია და დაცვა არასდროს არ ყოფილა. გვიჩხუბია, ნათელმირონებიც ვყოფილვართ და ქვეყნისთვის გვიომია. ოჯახის წევრები ვართ და ესე ძალადობით ვერ მოვა, პირდაპირ გეუბნებით. მე რაც არ უნდა წყნარად ვიყო, ხალხი არ გაჩერდება. ეს არის ყველაზე მთავარი. არ შეეგუებიან. უვარგისები, ბებრების ხროვა," - ამბობს ირაკლი აბუსერიძე.

"ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამ წუთებში რეგისტრაცია მიმდინარეობს. თუკი კვორუმი შედგა და 38 ხმა დაფიქსირდა, არჩევნები შედგება. პრეზიდენტობის კანდიდატი კი ერთადერთია, ბიზნესმენი სოსო ტყემალაძე.

"ექსპო ჯორჯიას" ეზოში არეულობის მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები მასთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა