თეგებით ძიება
10. 03. 2021 სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარეობდა.

„ყველას ვულოცავ, მშვიდობით წარიმართა ეს პროცესი. გარეთ იყო გაუგებრობა. ვნებები ჩაცხრება და სწრაფად დავიწყებთ გეგმების განხორციელებას“, – განაცხადა სოსო ტყემალაძემ პრესკონფერენციაზე.

არჩევნების პარალელურად, შენობის გარეთ აქცია მიმდინარეობს, სადაც შეკრებილები არიან ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზიას ვეტერანი მორაგბე, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე აცხადებდა.

აბუსერიძემ 30 დეკემბერს არჩევნები უკვე მოიგო, თუმცა, საჯარო რეესტრი მას კავშირის პრეზიდენტად არ არეგისტრირებს. 30 დეკემბერს აბუსერიძის კონკურენტი გოჩა სვანაძე იყო. ის პროცესში ამჯერად არ მონაწილეობს.

აბუსერიძე და მისი მომხრეები ამბობენ, რომ სწორედ ის არის რაგბის კავშირის პრეზიდენტი და მას საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია უკანონოდ შეუჩერა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა