თეგებით ძიება

"იყავი ის ვინც ხარ“ - რჩევები ფსიქოლოგისგან

ძალიან ხშირად, ადამიანებს საკუთარი ცვლილებები აშინებს, რადგან ეს გზა არც ისე მარტივია, თუმცა აუცილებელი, რადგან როცა ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ აუცილებელია შინაგანი ცვლილება, რათა მეტად რეალიზდეს ცხოვრების ყველა ასპექტის დონეზე.

სამყარო ადამიანებისა და სიტუაციების საშუალებით ყოველმხრივ დაანახებს, თუ რა მხრივ ჭირდება პიროვნული და სულიერი გაძლიერება, რადგან შინაგანი ცვლილებების საფუძველზე იცვლება გარე სამყარო და ცხოვრებისეული მოვლენები!

ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ იმ შინაგანი ცვლილებების ნიუანსებთან დაკავშირებულ სტატიას, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, რადგან ეს ნიუანსები დაეხმარება მას პოზიტიურ ჭრილში დაინახოს შინაგანი ტრანსფორმაცია და არა დამნაშავეს თვალსაზრისით, რომ რაიმე წესრიგში არ აქვს ან კიდევ ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს მის თავდაჯერებულობაზე.

როდესაც ადამიანი იწყებს პიროვნული და სულიერი განვითარების გზისკენ სიარულს, მნიშვნელოვანია გაიაზროს, რისთვის აკეთებს ამას?! იმისათვის, რომ მეტად შეიყვაროს საკუთარი თავი და გაიხსნას სამყაროსთვის, ადამიანებისთვის, რომ რეალიზდეს მაქსიმალურად ცხოვრებაში!

თუმცა აუცილებლად უნდა გააცნობიეროს რას ნიშნავს შინაგანი ცვლილებები და რას მოუტანს მას ეს ყოველივე?!

პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ ცვლილებები ნიშნავს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნას, რაც იწყება საკუთარი თავის მიმღებლობით ანუ იყო ის, როგორიც ხარ სინამდვილეში!

ასევე მნიშვნელოვანია გააცნობიერო და გაავლო ბეწვის ხედი ამ ორ ასპექტს შორის, მისცე შენს თავს უფლება იყო ის, ვინც ხარ და ამავე დროს მიიღო სხვა ადამიანები ისეთი, როგორებიც არიან და არ ავნო სხვას, რადგან ეს ნამდვილად დააზიანებს შენს ენერგეტიკულ ველს!

ცვლილებებში იგულისხმება საკუთარი აზრების, ენერგიის და შინაგანი მდგომარეობის შეცვლა, როდესაც თავისუფლდები ჩარჩოებისგან და სტერეოტიპებისგან, რომელსაც ჩვენ ადამიანები და ზოგადად სოციუმი ქმნის, თუ როგორი უნდა იყოს, ქალი, მამაკაცი და ბავშვიც კი...

მთავარია გიყვარდეს და მიიღო შენი თავი, ისეთი როგორიც ხარ სინამდვილეში, რადგან სრულყოფილიც რომ იყო და ფრთიანი ანგელოზი, ვიღაც მაინც გამოჩნდება, ვისაც შენი იდეალურობა და წარმატება გააღიზიანებს. ამავე დროს, აღიზიანებთ წარუმატებელი და უსაქმური ადამიანი, ულამაზო და ლამაზი, ბედნიერი და მუდმივად ნეგატიურად განწყობილი ადამიანი...

რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ამით ადამიანს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ეჭვი გაუჩნდეს. ის, ვინც პიროვნულად ძლიერია, ანგრევს ამ კლიშეებს და სტერეოტიპებს და აგრძელებს წინსვლას, ის ვინც მერყევია, ადვილად შეაქვს "ეჭვი“ საკუთარ თავში და კარგავს იმ ენერგიას, რაც აუცილებელია მისი რეალიზებისთვის!

პიროვნული და სულიერი განვითარება ნიშნავს, როდესაც ცვლი შენს დამოკიდებულებას გარე სამყაროს მიმართ, როდესაც პოულობ შენს ადგილსა და სივრცეს და აცნობიერებ რა გსურს ცხოვრებაში!

როდესაც გააცნობიერებ ნამდვილად, თუ რა გსურს და იწყებ ამ მიზსნიკენ მიმავალ გზაზე სიარულს, ირჩევ იმ ემოციებსა და ფიქრებს, მოქმედებებს, რაც დაგეხმარება შენი მიზნების მიღწევაში!

საკუთარი თავის უკეთ შეცნობა და მიღება ეს აპრიორი ნიშნავს იყო ის ვინც ხარ, ამის შემდეგ ირჩევ იყო შენი თავის საუკეთესო ვერსია!

ჩამოწერე ან გაიაზრე ვინ გინდა იყო, ყველას ყავს თავისი კუმირი, ავტორიტეტი, ვისითაც აღფრთოვანებულია. რატომ ვირჩევთ ჩვენს კონკრეტულ ავტორიტეტს? რადგან მათ მიაღწიეს იმას, რაც რეალურად ჩვენს შესაძლებლობებშია და ჩვენივე თავის ვერსია მოგვწონს ჩვენს "კუმირში“. ამ გაცნობიერებით შეგიძლია იხელმძღავანელო და აირჩიო შენივე თავის საუკეთესო ვერსია, თუმცა აუცილებელია შეცვალოთ ჩვევები, მოქმედებები, აზრები და ენერგია, იმისათვის, რომ სასურველი მიზნები რეალიზდეს თქვენს ცხოვრებაში!

შინაგანი ცვლილებები მუდმივად აუცილებელია, იმისათვის, რომ ვვითარდებოდეთ და მივიწევდეთ წინ. ჩვენი ფიქრები იყოს სასურველი მომავლის შექმნისკენ და არ ფანტავდეთ დროსა და ფოკუსს წარსულისა და არაფრის მომტან მოვლენებში.

ყოველი თქვენი ფიქრი, ემოცია და მოქმედება ქმნის თქვენს რეალობას, ამიტომ დაფიქრდით, რას ქმნით დღეს, საჭიროებთ თუ არა შინაგან ცვლილებებს?!

მიყვარს ეს დევიზი და გიზიარებთ: "თუ რამე არ გამოდგით არ შეცვალოთ მიზანი, შეცვალეთ მოქმედებები".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა