თეგებით ძიება

რატომ მოსწონთ ქალებს „ცუდი ბიჭები“?

ქალი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ტიპის ადამიანებით არის გატაცებული. 20 წლის ასაკში სიყვარული სხვაა, 30 წლის ასაკში კი რაღაც განსხვავებული გჭირდებათ. არასდროს იცვლება ერთი რამ - ყველა ქალს ცხოვრების რაღაც ეტაპზე, აუცილებლად იზიდავს „ცუდი ბიჭები“. აუცილებელი არაა, რომ ეს ურთიერთობის დონეზე იყოს, მაგრამ გაკვეული მიზიდულობა ნამდვილად არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონებმაც და ქალებმაც მშვენივრად იციან, რომ ე.წ. ცუდი ბიჭები ოჯახის შესაქმნელად შესაფერისი პარტნიორები არ არიან, მათში მაინც არის რაღაც, რაც ქალს აცდუნებს. „ცუდი ბიჭები“ ხშიად ახერხებენ, რომ „კარგი ბიჭები“ და წარმატებული მამაკაცები დაჩრდილონ და უკვე ხანგრძლივ, კარგად აწყობილ ურთიერთობებში მღელვარება შეიტანონ.

„ცუდი ბიჭების" თვისებები, რომლებიც ქალებს იზიდავს:
ცუდი ბიჭები პირდაპირები არიან
„ცუდი ბიჭი“ ძალიან პირდაპირია. თუ თქვენი კაბა, სუნამო ან მაკიაჟი არ მოსწონს, ის არ გაჩუმდება.
ზოგჯერ, როდესაც პარტნიორთან ერთად მაღაზიაში შესაფერის კაბას არჩევთ, მომაბეზრებელი პროცესი რომ მალე დაასრულოს, ის გეუბნებათ, რომ კაბა შესანიშნავია, თქვენ კი ბრწყინვალედ გამოიყურებით. არადა, ქალებს ყველაზე მეტად სიმართლის მოსმენა სურთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მათ გარეგნობას ეხება.

„ცუდ ბიჭებებს“ არაფრის ეშინიათ
ცუდმა ბიჭებმა იციან, რა უნდათ და იციან, ეს როგორ მიიღონ. თუ მათ ქალთან ყოფნა სურთ, ყველასავით ფლირტს არ დაიწყებენ, მაგრამ პირდაპირ მიახვედრებენ რას ელიან.

„ცუდ ბიჭებს“ არ სურთ მარადიული სიყვარული
ცუდი ბიჭები იშვიათად ეძებენ მარადიულ სიყვარულს, ამიტომ ისინი იზიდავენ ქალებს, რომლებსაც ხანმოკლე ურთიერთობა სურთ. ისინი არასდროს დასდევენ ქალებს. ჩვეულებრივ ქალები თავად გარბიან მათ დაძახილზე.

„ცუდი ბიჭები“ კარგი საყვარლები არიან
ამბობენ, რომ თუ ქალს მგზნებარე, ველური და აღვირახსნილი სექსი სურს, „ცუდ ბიჭს“ ეძებს. მათ კარგ საყვარლებს უწოდებენ, რადგან ამის გაკეთება ყველგან და ყოველთვის შეუძლიათ და ეს ქალებს ნამდვილად მოსწონთ.

„ცუდი ბიჭები“ წესებს არღვევენ
„ცუდი ბიჭის" გვერდით არასოდეს მოიწყენთ. მეტიც, შეიძლება მუდმივად დაძაბული იყოთ, რადგან ისინი წესებს ხშირად არღვევენ და არავინ იცის, რის გაკეთებას გადაწყვეტენ მომდეწვნო წუთს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა