დღის რომელი მონაკვეთია საუკეთესო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის?
გახადეთ თქვენი საქმიანობა უფრო ნაყოფიერი მეცნიერების დახმარებით, რომელსაც ქრონობიოლოგია ქვია (ქრონობიოლოგია - დისციპლინა, რომელიც ჩვენს ბიოლოგიურ საათს სწავლობს). კარგად შესრულებული სამუშაო კი წარმატების საფუძველია.
დღის რომელ მონაკვეთში სჯობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღება?
არის პერიოდები, როდესაც იდეები გელევათ და თავს გაწურულ ლიმონად გრძნობთ. რა თქმა უნდა, შეიძლება უამრავი რჩევა იპოვოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში დრო ყველაფერს ნიშნავს. როდესაც თქვენი სხეულის „ბუნებრივ საათთან" სინქრონულად მუშაობთ, გაცილებით მეტს აღწევთ და უფრო კრეატიული ხდებით.
მეცნიერება დროის ეფექტურად მართვის შესახებ ან ქრონობიოლოგია ადასტურებს, რომ მაქსიმალური შრომისნაყოფიერება ჩვენს დნმ-თან არის დაკავშირებული. თქვენს ტვინში „ჩამონტაჟებული“ საათი ადრეულ ბავშვობიდან ითვლის თქვენთვის შესაფერის დროს. ამ შესანიშნავად შემუშავებულ ქრონომეტრს თქვენი ბიოლოგიური საათი ქვია. ასე რომ, როდესაც გონებრივად გადაიღლებით, სცადეთ ქრონობიოლოგიას მიმართოთ და გაარკვიოთ, დღის რომელ მონაკვეთში მუშაობთ საუკეთესოდ.
საუკეთესო დრო ცოდნის მიღებისთვის
სწავლა ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც ტვინი მონაცემთა შეგროვების რეჟიმში იმყოფება, რაც ჩვეულებრივ 10-00-დან 14-00 საათამდე ინტერვალში და შემდეგ 16-00-დან 22-00 საათამდე ხდება.
რჩევა ღამით მუშაობის მოყვარულებისთვის: გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაციის აღქმის უნარი ყველაზე დაბალია დილის 4-00-დან 7-00 საათამდე.
საუკეთესო დრო გადაწყვეტილების მისაღებად
ყველაზე ცუდ გადაწყვეტილებებს საღამოს ან ღამით ვიღებთ. ჩვენი შემეცნებითი უნარი ყველაზე ძლიერია, როდესაც ჩვენი ტვინი ძილის მდგომარეობიდან მთლიანად გამოდის, ანუ დილით.
გირჩევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეთ, როდესაც ყველაზე ფხიზლად გრძნობთ. ეს კი როგორც წესი, გაღვიძებიდან სამი საათის განმავლობაში გრძელდება.
საუკეთესო დრო „ტვინის ამოძრავებისთვის“
ბედის ირონიით, კვლევამ დაადგინა, რომ ადამიანები ყველაზე ნაკლებად კრეატიულები არიან, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ: შუა სამუშაო დღეს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ „ტვინის შტურმი“ იმ დროს მოახდინოთ, როდესაც ოდნავ დაღლილი ხართ და ყურადღება გეფანტებათ. ამ დროს ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები „ურთიერთობენ“, რამაც შეიძლება ახალი ნეირონუილი კავშირების შექმნა და ინოვაციური იდეების მოზღვავება გამოიწვიოს.
საუკეთესო დრო ფულის თხოვნისთვის
ამისთვის საუკეთესო დრო პარასკევის შუადღეა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვირის ყველაზე ნაკლებად ნაყოფიერი დღეა, ადამიანები კარგ ხასიათზე არიან და შეგიძლიათ მაგალითად, ხელფასის მომატება მოითხოვოთ. ნუ გააკეთებთ ამას ორშაბათს დილით - ხალხი ამ დროს ძალიან დაძაბული და ანერვიულებულია.
როგორც ქრონობიოლოგიის ახალი აღმოჩენები ადასტურებენ, დრო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენი შრომის ნაყოფიერების ზრდისა და კრეატიულობის ამაღლებისთვის.