თეგებით ძიება

7 მიზეზი იმისთვის, რომ წყალბადის ზეჟანგი ყველა ოჯახში იყოს

წყალბადის ზეჟანგი (ე.წ. პერეკისი) სრულიად უსაფრთხო ნატურალურ ანტისეპტიკურ საშუალებად ითვლება. ამ იაფი, მაგრამ ძალიან ეფექტური საშუალების დახმარებით შესაძლებელია უამრავ პრობლემას გაუმკლავდეთ.

ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა ინფორმაცია წყალბადის ზეჟანგის სასარგებლო თვისებებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენების შესახებ.

ჭრილობის დეზინფექცია
წყალბადის ზეჟანგი შეგიძლიათ მცირე მცირე ზომის ჭრილობების დეზინფექციისთვის გამოიყენოთ. ამისათვის დაზიანებული ადილის 3% წყალბადის ზეჟანგით დამუშავება დაგჭირდებათ.

ებრძვის კანზე გამონაყარს
2 სუფრის კოვზი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი და 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი ერთმანეთში აურიეთ და მიღებული სითხე ბამბის ტამპონით დაზიანებულ ადგილზე წაისვით. ერთი ტამპონი მხოლოდ ერთხელ უნდა გამოიყენოთ, რომ ინფექცია მთელ კანზე არ გავრცელდეს.

არბილებს ფეხის ქუსლებს და კოჟრებს
აურიეთ თანაბარი პროპორციით ვაშლის ძმარი და წყალბადის ზეჟანგი და წაისვით კოჟრებზე დაკანის გაუხეშებულ მონაკვეთებზე.

ლაქების მოცილება
წყალბადის ზეჟანგი ძველი და ქსოვილში კარგად ჩამჯდარი ლაქების მოცილებაში ხდაგეხმარებათ. დაასხით წყალბადის ზეჟანგი ლაქაზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში დატოვეთ. ამის შემდეგ ქსოვილი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ. შედეგი იმედს არ გაგიცრუებთ!

ქსოვილის გათეთრება
ტანსაცმელი, საწოლის თეთრეული ან სუფრა რომ ქათქთებდეს, უკვე გარეცხილი ნივთები გაავლეთ წყალში, რომელშიც ერთ ჭიქა წყალბადის ზეჟანგს აურევთ. ეს ქსოვილს ლაქებს მოაცილებს და თვალისმომჭრელ სითეთრეს მიანიჭებს.

უსიამოვნო სუნის მოცილება
ოთახიდან უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად საკმარისია თეთრი ძმრისა და წყალბადის ზეჟანგის ნარევის დამზადება. დაასველეთ სუფთა ქსოვილი ნარევში და ოთახში მოათავსეთ. შედეგს მალე იგრძნობთ.

გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
ამისთვის არ დაგჭირდებათ ტაფების ხეხვა მავთულით და ხელების დაზიანება სხვადასხვა სახეხი საშუალებებით. რეცეპტი ძალიან მარტივია:

3%-იანი წყალბადის ზეჟანგი - 2 ს.კ.
საჭმელი სოდა - 1/2 ჩ.კ.
ჭურჭლის სარეცხი საშუალება - 1.ჩ.კ.

აურიეთ ერთმანეთში რომ კარგად აქაფდეს. ნარევი წაუსვით ჭუჭყიან ზედაპიზე. გააჩერეთ 15 წუთი. გახეხეთ ტაფა მყარი ჯაგრისით და ნარევის გამოყენებით.
გარეცხეთ თბილი წყლით.

გახსოვდეთ: პროცედურა აუცილებლად ხელთათმანებით ჩაატარეთ. ჭურჭელი ახალივით გახდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა