ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი და მოსახლეობას შეეძლება ვაქცინის არჩევა - ეკატერინე ტიკარაძე
ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი და მოსახლეობას შეეძლება ვაქცინის არჩევა. მათ შეეძლებათ, აირჩიონ ის ვაქცინა, რომელსაც მეტად ენდობიან. რაც შეეხება ხარისხის კონტროლს: აქ მთავარია მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს შევხვდებით სამედიცინო ასოციაციებს. ამ პროცესში, მათი როლი და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. როგორც ექიმებში, ისე მოსახლეობაში, დაგეგმილია ცნობიერების ამაღლება. ეს პროცესი დაწყებულია და უფრო ინტენსიურად გაგრძელდება. დეკემბერთან და იანვართან შედარებით, მოსახლეობის განწყობა მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, თუმცა ეს არაა საკმარისი და ჩვენ დამატებითი სამუშაო, კამპანია გვაქვს დაგეგმილი. ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი და მოსახლეობას შეეძლება ვაქცინის არჩევა. მათ შეეძლებათ, აირჩიონ ის ვაქცინა, რომელსაც მეტად ენდობიან. რაც შეეხება ხარისხის კონტროლი: აქ მთავარია მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარება. რაც შეეხება ხარისხის კომპონენტსა და განსხვავებას ვაქცინებს შორის; აქ მთავარია მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ვაქცინის აღიარება. მაშინ, როდესაც ეს აღიარება ექნება ჩინურ ვაქცინასაც, მისი ხარისხი აღარ იქნება ეჭვის ქვეშ. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ჩინური ვაქცინა დამზადებულია ტრადიციული მეთოდით, რაც შესაძლოა, ძალიან ბევრი მოქალაქისთვის, უპირატესობის განმსაზღვრელი გახდეს. ვაქცინაცია ექიმებისთვისაც ნებაყოფლობითი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ იციან რა მათ ვაქცინაციის მნიშვნელობა, მათი სანდოობა და აქტივობა ამ პროცესში იქნება ძალიან მაღალი“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.