თეგებით ძიება
12. 11. 2024 მსოფლიო

ნოტრ-დამის ზარებმა 2019 წლის ხანძრის შემდეგ პირველად დარეკეს (ვიდეო)

ხუთი წლის წინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა, ძლიერმა ხანძარმა დააზიანა შენობის უდიდესი ნაწილი. თუმცა, ისტორიული ტაძრის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, პარიზის ქუჩებში ისევ გაისმა ნოტრ-დამის ზარების ხმა.

„დღეს დილით ზარების რეკვის ხმის მოსმენა ძალიან ემოციური იყო," — ამბობს ალექსანდრ გუგონი, ადამიანი, რომელიც ზარების ინსტალაციას მეთაურობდა — "ზარების დამონტაჟებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა. ეს უდიდესი პროექტის კულმინაციაა."

რვა რესტავრირებული ზარი კათედრალის ჩრდილოეთ სამრეკლოში ჩამოკიდეს. პარასკევს ტექნიკური ტესტის ფარგლებში ისინი საცდელად დარეკეს, რათა დეკემბერში ნოტრ-დამის შენობის გახსნისთვის ყველაფერი მზად და მწყობრში იყოს.

ყველაზე დიდი ზარები ნოტრ-დამს პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორთა კომიტეტმა შესწირა. აქამდე ეს ზარი შტად დე ფრანსზე, საფრანგეთის ეროვნულ სტადიონზე იყო განთავსებული და მაშინ ირეკებოდა, როცა ათლეტები ამ ზაფხულის ოლიმპიადაზე იგებდნენ ან რეკორდებს ამყარებდნენ.

ნოტრ-დამი ოფიციალურად 8 დეკემბერს გაიხსნება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა