თეგებით ძიება

როგორ მოვიგოთ სივრცე ბინაში? - დიზაინერული ხრიკები

როგორ გავაფართოვოთ სივრცე და ავამაღლოთ ჭერი რემონტის დროს ისე, რომ ბინის დაგეგმარება არ შეიცვალოს?.. დიახ, ეს მხოლოდ ვიზუალური ხრიკებია, რომელსაც ინტერიერების დიზაინერები ხშირად იყენებენ პატარა ბინის მოწყობისას.

კედლების ფერი

კედლის ფერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბინის რემონტისას, რომელიც საცხოვრებლის სიმყუდროვეზე, განათებაზე და სტილზე დიდ გავლენას ახდენს. თუ თქვენი ოთახი პატარაა, გაითვალისწინეთ, რომ მისი კედლების გადაღებვა მუქ ფერებში, მას კიდევ უფრო პატარას გამოაჩენს. ამიტომ ვიზუალურად დიდი და ფართო რომ გამოჩნდეს ოთახი, სასურველია იგი ნათელ ფერებში შეიღებოს. 

განათება

განათება იმგვარად უნდა გამოიყენოთ, რომ ხელი შეუწყოს სივრცის მაქსიმალურ აღქმას, ხაზი გაუსვას ინტერიერის მასალებს და სკულპტურებს, ხოლო საღამოს რომანტიული განათების მიღება შეიძლებოდეს. ამის მიღწევა შესაძლებელია კედელზე დამონტაჟებული ბრებისა და ტორშერების საშუალებით.

ავეჯი

ეცადეთ ავეჯი კედელთან ოდნავ მოშორებით დადგათ, რომ სივრცის აღქმა გაიზარდოს. ასევე, მოერიდეთ მძიმე და დიდი მასშტაბის ავეჯს, მაგალითად: დიდი დივანის მაგივრად, ერთადგილიანი ლამაზი სკამი დადგით და ა.შ გარდა ამისა, ეცადეთ შეარჩიოთ დაბალი ავეჯი, რადგან რაც უფრო დაბალია ავეჯი, ლოგიკურად, უფრო მეტი სივრცე რჩება ზემოთ და ოთახის მთლიანი ზომაც თითქოს იზრდება.

სარკე

სარკეები მნიშვნელოვნად ადიდებენ ოთახის სივრცეს. ისინი ირეკლავენ ოთახს, რაც თვალს ატყუებს და მეტი სივრცის განცდას გვიჩენს. 

ფარდები

ფარდა ყოველთვის ბლოკავს ხედს, თუნდაც ის მთელს ფანჯარაზე არ იყოს ჩამოფარებული. ამიტომაც, თუ სივრცის შეგრძნების გაზრდა გსურთ, უნდა ჩამოხსნათ ისინი. ხოლო თუ ძალიან გიყვართ ფარდები, მაშინ გამჭვირვალე და ღია ფერის შეარჩიეთ.

მასალები

თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ ჰაეროვანი მასალები და თავიდან აირიდეთ მძიმე მასალებსა და ქსოვილებს, რომლებიც შთანთქავენ სინათლეს და ამძიმებენ ოთახს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა