ჟელატინის გამოყენების 5 უჩვეულო ხერხი, რომელიც აქამდე არ იცოდით
ჩვეულებრივი საკვები ჟელატინი, რომელსაც დიასახლისები ხორცის ლაბასა და ხილის ჟელეების მოსამზადებლად იყენებენ, სასარგებლო ნივთიერებების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, რომელიც სასარგებლო გავლენას ახდენს კანის, თმის, ფრჩხილებისა და ძვლების ჯანმრთელობაზე.
ჩვენ გიამბობთ ჟელატინის გამოყენების 5 უჩვეულო ხერხის შესახებ, რომელიც აქამდე არ გსმენიათ.
1. თმის ლამინირება
ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი რეცეპტი: დაასხით 1 სუფრის კოვზ ჟელატინს 3 სუფრის კოვზი ცხელი წყალი ან რძე. ჟელატინი რომ გაფუვდება, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი თმის ნიღაბი. დაიბანეთ თმა და პირსახოცით მსუბუქად გაიმშრალეთ, ისე რომ ოდნავ სველი დარჩეს. წაისვით ჟელატინის ნიღაბი თმაზე ისე, რომ თავის კანს და თმის ძირებს მოარიდოთ.
თმაზე პოლიეთილენის პარკი ან სპეციალური ქუდი დაიფარეთ, ზემოდან პირსახოცი შემოიხვიეთ და 10 წუთის განმავლობაში თმის საშრობის დახმარებით გააცხელეთ. 30 წუთის შემდეგ თმის ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ ამ პროცედურას კვირაში ერთხელ გაიმეორებთ, განსაცვიფრებელ შედეგს ნახავთ! თქვენი თმა გლუვი, პრიალა და მორჩილი გახდება.
2. სახის ნიღაბი
ჟელატინის სახის ნიღაბი მოზადება: 1: 5 ან 1: 8 თანაფარდობით - ეს არის ჟელატინი + თბილი წყალი. ნარევი დატოვეთ, სანამ ჟელატინი გაფუვდება და მთელ სითხეს შეიწოვს. ამის შემდეგ, ჟელატინი დაბალ ცეცხლზე დაადგით და გაადნეთ. ამის შემდეგ ჟელატინის ნიღაბი სახეზე წაისვით (გარდა თვალების გარშემო). ასეთი ნიღბის რეგულარული გამოყენება მშრალი კანის პრობლემებს დაგავიწყდეთ.
3. გამონაყარის საწინააღმდეგო ნიღაბი
გააქტიურებული ნახშირი დაფშვენით, დაუმატეთ ჟელატინი და რძე ან წყალი. ეს ნაზავი ცოტა ხანი გავაჩეროთ და წყლის აბაანაზე და საფუძვლიანად ავურიეთ და წყლის აბაზანაზე, ჟელატინის სრულ გადნობამდე დადგით. ნახშირის ნიღაბი სახის კანზე წაისვით.
შეგიძლიათ ნიღაბი მხოლოდ კანის პრობლემურ ადგილებზე: ცხვირზე, შუბლსა და ნიკაპზე წაისვათ ან მთელ სახეზე, თვალის მიდამოს გარდა. ნახშირის ნიღაბს უხეში ფუნჯით ისვამენ, რომ ფორებში კარგად შეაღწიოს, შემდეგ კი კიდევ ერთ ფენას უმატებენ.
გაუნძრევლად დაელოდეთ, სანამ ნახშირის ნიღაბი კარგად გაშრება (10-15 წუთი) და სახიდან ერთი მოძრაობით, პლასტირივით მოიძრეთ. ამის შემდეგ სახერზე დამატენიანებელი მალამო წაისვათ.
4. აბაზანა ფრჩხილებისთვის
უკვე მომზადებულ ჟელატინის აბაზანაში ჩაყავით ხელები და 15–20 წუთის განმავლობაში დატოვეთ. მრავალფეროვნებისთვის, შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ლიმონის ან ფორთოხლის წვენი დაამატოთ.
სასურველია ფრჩხილის აბაზანება კვირაში 3-4 ჯერ გაიკეთოთ. 10 პროცედურის შემდეგ შედეგი უკვე საგრძნობი იქნება. ჟელატინის ნიღაბი დააჩქარებს ფრჩხილების ზრდას და განკურნებას. ჟელატინის ფრჩხილის გასამაგრებელი ნიღაბი სახლის პირობებში საუკეთესო საშუალებაა ფრჩხილების აღდგენისთვის.
5. საკვებად გამოყენება
კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჟელატინი პერორალურად მიიღება. საკმარისია 1 ჩაის კოვზი ჟელატინის გრანულები 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნათ და ყოველდღიურად, უზმოზე მიიღოთ.
ჟელატინის რეგულარული მიღების შემთხვევაში სახსრები უკეთესად იმუშავებენ, თმა უფრო ელასტიური და ძლიერი გახდება, კანი და ფრჩხილები კი უფრო ჯანსაღი.