თეგებით ძიება

ტესტი: „შენი ცხოვრებისეული განვითარების საფეხური“

თითოეულ ადამიანს თავისი ცხოვრებისეული განვითარების კიბე გააჩნია და ეტაპობრივად იწყებს სვლას ამ საფეხურებზე. ზოგჯერ ადამიანი ჩერდება და უკან იწყებს სვლას, ზოგჯერ კი პირიქით, რამდენიმე საფეხურს აირბენს ხოლმე და უცბად აღმოჩნდება ცხოვრების ახალ ეტაპზე. ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმ ფაქტზე, თუ რამდენად გადალახეთ თქვენი ცხოვრებისეული ამოცანა კონკრეტულ მომენტში...

ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ტესტს, რომლის მიხედვითაც გაიგებთ, თუ განვითარების რომელ საფეხურზე იმყოფებით ამჟამად.

ეს მოცემულობა ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა საკითხების მიხედვით იცვლება ხოლმე, ამიტომ შეგიძლიათ რამდენიმე ხნის შემდეგ გაიმეოროთ და მიხვდებით, რომ ამჟამინდელი მოცემულობა შესაძლოა სულ სხვა ხედვით დაინახოთ.

მაშ, ასე გთავაზობთ ტესტს: „შენი ცხოვრებისეული განვითარების საფეხური“

ტესტი: „შენი ცხოვრებისეული განვითარების საფეხური“


შეხედეთ ფოტოს და ინტუიციურად აირჩიეთ ფოტო, რომელიც, ასოცირდება თქვენი ცხოვრებისეული განვითარების კიბესთან.

პასუხები იხილეთ ნუმერაციის მიხედვით და გაიგეთ, თუ რომელ ცხოვრებისეულ ეტაპზე იმყოფებით მოცემულ მომენტში და ასევე მიიღეთ რეკომენდაციები და ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრებისეული ხედვის გაუჯობესებაში!

1. სიმშვიდე - ეს ის არის, რაც დღეს ჰაერივით გჭირდებათ. ქაოსში და აურზაურში შესაძლოა დაინახოს და იგრძნოთ მშვიდი ადამიანი, რომლის გარშემო ტრიალებს მთელი სამყარო. უბრალოდ იქონიეთ ეს მიზანი და ისწავლეთ ნებისმიერ სიტუაციაში იყოთ მშვიდი.

2. ისარგებლეთ იმ ნიჭით, რაც ღმერთისგან მოგეცათ, უნარი ხედავდეთ ნებისმიერ რთულ სიტუაციაში გამოსავალს. თქვენ ძალგიძთ არამხოლოდ კარგი გადაწყვეტილებების მიღება, ასევე არ გაშინებთ სირთულეები, ამასთან დამატებული თქვენ ფლობთ ლიდერულ თვისებებს, თუმცა ლიდერობა ხშირად ვლინდება საკმაო ცხოვრებისეული გამოცდილების გავლის შემდეგ ან რთულ სიტუაციებში. აუცილებელია საკუთარ თავში ლიედრობის აღიარება!

3. გასაოცარია თუ როგორ არის შერწყმული თქვენში ერთმანეთისგან განსხვავებული ორი პიროვნება. თქვენ რომანტიკოსი ხართ და ამავე დროს გაქვთ უნარი, ნათლად და ზუსტად გათვალოთ ყველაფერი რაც საჭიროა, იმისათვის, რომ არა მხოლოდ სიტყვიერად არამედ რეალურად გამოვლინდეს თქვენი რომანტიკოსობა, ამისათვის კი საჭირო რესურსებს ყოველთვის გამოიმუშავებთ.

4. თქვენი სისხლი - ცისფერია, ამიტომაც ბავშვობაში ხშირად აღნიშნავდნენ: ,,შენ რა მსახურები გინდა?’’ თქვენ ხშირად, როგორც მნიშვნელოვანი ქალბატონი/ ბატონი ასე ავლენთ თავს, და ამავდროულად გეხათრებათ, მაგრამ თუ ეს მდგომარეობა თქვენშია, მიეცით თავს უფლება იყთ ის, ვინც ხართ!

5. თქვენთვის მოტივაცია არის ძალიან მაგარი მიზნის მიღწევა. არარეალური მიზნის ნაბიჯების გაწერაც კი შეგიძლიათ, რომელიც დაგაყანებთ სწორ გზაზე, თუმცა გახსოვდეთ, რომ საფეხურების ეტაპობრივად გადალახვა მოგიწევთ, ამისათვის კი აუცილებელია საკუთარი ნებისყოფის მართვა. თქვენი სულიერი მდგომარეობის ადამიანისთვის არც ისე იოლია, თუმცა პატარა მიზნებიდან დაიწყეთ და შემდეგ გაზარდეთ მიზანი!

6. თქვენ მებაღე ხართ, რომელიც ქნის საკუთარ ცხოვრებას. ძალიან ბევრი შეგიძლიათ, თუმცა მაქსიმალურად არ იყენებთ საკუთარ შესაძლებლობებს, რადგან ფიქრობთ, რომ მეტი გამოცდილების დაგროვებას საჭიროებთ და მეტად მამაცი უნდა იყოთ ამისათვის. თქვენი ენერგია უკვე დაგროვილია მოქმედებებისთვის ამიტომ დროა იმოქმედოთ!

7. გადახედეთ თქვენს მიზნებს, მიზანს ნუ ააცილებთ! დააკვირდით თქვენი ნამდვილი მიზანი უფრო ახლოს უნდა იყოს თქვენთან, უფრო ნათელი და გასაგები, რეალური უნდა იყოს! თქვენი ნეირონები ამის შემდეგ გაქტიურებას იწყებენ, როდესაც სრულ სურათს ხედავენ თუ რა და როგორ გსურთ!

8. ნამდვილი ,,მემიზნე“ , თქვენ კარგად გამოგდით მიზნის მიღწევა. ჯერ-ჯერობით კარგად გამოგდით პატარა მაშტაბის მიზნების მიღწევა, თუმცა ამ უნარის განვითარება და ახალ საფეხურზე გადასვლა აუცილებელია. გაზარდეთ მიზნამდე მანძილი და მიზნის მაშტაბი, 1 წელიც, რომ დაჭირდეს მაინც მიყევით მიზანს!

9. დროა გამოხვიდეთ უფრო ფართო ასპარეზზე, დროა გამოვლინდეთ სამყაროში მაქსიმალურად, გადახედეთ სოციუმის შიშს, რა გაფერხებთ?! დაე სამყარომ გაიგოს თქვენს შესახებ და იყავით დარწმუნებული, რომ ყველა შეგიყვარებთ გულწრფელად, სხვაგვარად შეუძლებელია!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა