თეგებით ძიება

მამა პეტრე ცოლს დაშორდა

მამა პეტრე კოლხი მეუღლეს დაშორდა. ის საცხოვრებლად ერთაწმინდაში, საკუთარ სახლში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

რა გახდა ცნობილი სასულიერო პირის და მისი მეუღლის დაშორების მიზეზი უცნობია, თუმცა დეკანოზის მეუღლე ადასტურებს, ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ.

„მე რამდენადაც ვიცი, მამა პეტრე თავის სახლშია. დასამალი არაფერი მაქვს, მაგრამ არ მინდა, ჟურნალების ყდებზე თუ სხვა მედიასაშუალებაში პირად ცხოვრებაზე საუბარი“, – ამბობს ის.

თავად სასულიერო პირი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და არ უარყო გავრცელებული ინფორმაცია.

„წავედი ჩემი ნება-სურვილით, რის გამოც, ოჯახი გაბრაზებულია, მაგრამ დროებით“, – ამბობს დეკანოზი პეტრე კოლხი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა