თეგებით ძიება

„იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის სერვერები მწყობრიდან გამოვიდა

ტელეკომპანია „იმედის“, აგრეთვე ჰოლდინგში შემავალი „მაესტროსა“ და GDS-ის სერვერები მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში წერს.

"სამწუხაროდ, ტელეკომპანია "იმედი” და "იმედის” ჰოლდინგში შემავალი "მაესტრო” და GDS ჯერ ჯერობით ვერ ახერხებენ მაუწყებლობის განახლებას. სერვერები დაუდგენელი მიზეზით გამოვიდა მწყობრიდან.

ტექნიკური სამსახური ცდილობს მაუწყებლობის და სამუშაო პროცესის აღდგენას. ქრონიკის მთავრი გამოშვება ეთერში დაბრუნდება პირველივე შესაძლებლობისთანავე! #აქიმედია", - წერს ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა