თეგებით ძიება

ბოლო ორი დღე ძალიან ცუდად იყო, მაგრამ მჯეროდა, რომ დაძლევდა - თემურ წიკლაურის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

თემურ წიკლაურის გარდაცვალებიდან 40 დღე უკვე გავიდა… არწივი უფლის წინაშე წარდგებოდა. მერე მონატრებულ შვილსაც ნახავდა…

ქეთი წიკლაური: – ჯერ ვერ გავიაზრეთ თემურის წასვლა. რთულია ამ ინფორმაციის თავში დალაგება იმის მიუხედავად, რომ ორი თვე იავადმყოფა. იმდენად მჯეროდა, რომ გადავარჩენდით, რომ რთულია გასააზრებლად.

1 თებერვლის, მამას გარდაცვალების დღეს, დილით, თურქეთიდან, წამალი გამოვიწერეთ. თუმცა წინა დღეს იმდენად რთული სიტუაცია დაგვხვდა, რომ ოჯახი დავემშვიდობეთ… ბოლო ორი დღე ძალიან ცუდად იყო. მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მჯეროდა, რომ დაძლევდა და მოახერხებდა გამოჯანმრთელებას. არ გინდა დაკარგო უახლოესი ადამიანი.

გარეგნულად არ ეტყობოდა, თავსაც უფრთხილდებოდა, ძლიერიც ჩანდა, მაგრამ ორგანიზმში ბევრი პრობლემა ჰქონდა, რომელიც ჩვენ ვიცოდით, ოჯახის წევრებმა.

ისეთი გენეტიკა გვაქვს, მჯეროდა, რომ 100 წლამდე ჩვენთან იქნებოდა. ძალიან მენანება…

რეზო ჩხიკვიშვილი: – როგორი სამწუხაროა, მტკივნეული, კიდევ რომ გიჭირს დაჯერება. ნათელი ეფინოს მის სპეტაკ სულს.

არტისტი ორთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, 1 თებერვალს, გორის ჰოსპიტალში, კორონავირუსით გარდაიცვალა.


"პრაიმტაიმი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა