თეგებით ძიება

საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 090 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 945, ხოლო პისიარტესტით – 10 145.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,07 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,49 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,55 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 721 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 268 004 გამოჯანმრთელდა, 3 643 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 241, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 316 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 131 პირი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა