თეგებით ძიება

პირველი შესაძლებლობისთანავე ავიცრები - პაატა იმნაძე

მე მიწევს აცრა და, რა თქმა უნდა, პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატარა იმნაძემ განაცხადა.

„ერთი წელი შესრულდა, რაც დაიწყო პანდემია, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, დღეში ორ პაციენტს მაინც ვნახულობ და დღემდე მოვიტანე თავი, რომ არ ვარ ინფიცირებული. აქედან გამომდინარე, მე მიწევს აცრა და, რა თქმა უნდა, პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, დავრეგისტრირდები და ავიცრები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დღეს შემოვიდა.

უკვე ცნობილია ვინ იქნება პირველი, ვინც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს - ის ლუგარის ლაბორატორის თანამშრომელი 73 წლის თამარ გიორგაძეა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა