თეგებით ძიება

"ნიკორას" ადმინისტრაციამ 50-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სუპერმარკეტ "ნიკორას" ადმინისტრაციამ 50-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლა.

არხის წყაროს ცნობით, თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდა მოითხოვეს, რადგან 22:00 საათიდან 06:00 საათამდე მუშაობდნენ, თუმცა ადმინისტრაციამ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

სუპერმარკეტის ადიმისტრაციის თქმით, არცერთი თანამშრომელი არ გაუთავისუფლებიათ.

"როდესაც ვმუშაობდით, ნელ-ნელა იმატებდა საქმე და დატვირთვა. ძირითადი მოთხოვნა იყო ხელფასების გაზრდა. ბევრი საუბრის შემდეგ, რომელმაც შედეგი არ გამოიღო, გადავწყვიტეთ უკლებლივ ყველა თანამშრომელი გამოვსულიყავით და გაგვეპროტესტებინა ეს პირობები", - ამბობს "ნიკორას" ყოფილი თანამშრომელი.

გათავისუფლებული ადამიანები ორშაბათიდან საპროტესტო აქციებს აანონსებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა