თეგებით ძიება

"ნამოხვან ჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისსა და თბილისში აქციები იმართება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "ნამოხვანის ჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ კომპანია "ენკას" ხელშეკრულება გაუუქმდეს, თავად კომპანია კი რიონის ხეობიდან გავიდეს. დღევანდელ დემონსტრაციაზე მათ მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის გადადგომაც დაემატა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ნათია თურნავამ მათ შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც თანამდებობა უნდა დატოვოს.

რიონის მცველების თქმით, დღის მეორე ნახევრიდან ცენტრალური მოედანი ჩაიხერგება, აქციის მონაწილეები კი ღამეს იქ გაათევენ.

პარალელურად თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სოლიდარობის მდუმარე აქცია მიმდინარეობს


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა