თეგებით ძიება

სასულიერო პირებს მოვუწოდებ, შენდობა ითხოვონ საჯაროდ - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, სტეფანე სასულიერო პირებს მოუწოდებს, შენდობა ითხოვონ საჯაროდ. ამის შესახებ სასულიერო პირმა საკვირაო ქადაგებაზე ისაუბრა, როდესაც 8 მარტის ინციდენტს შეეხო.

მეუფემ შენდობის თხოვნისკენ საერო პირებსაც მოუწოდა, ოღონდ საკუთარ მოძღვრებთან.

"სასულიერო პირებს მოვუწოდებ შენდობა ითხოვონ საჯაროდ, ყველას წინაშე, იმიტომ, რომ ეს მათ ძალიან დიდ ძალას მისცემს უფლისაკენ მობრუნებისა და ეკლესიისგან შეწყნარებისა. მრველი და ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, შენდობა ითხოვონ, ოღონდ თავიანთ მოძღვრებთან, ვინც მორწმუნეა, ვინც არაა მორწმუნე, თავის თავს თვითონ მიხედავს, უფალი მერე როგორ დახვდება თვითონ იკითხოს, მაგრამ ვისაც აქვს სინდისი ქრისტიანული, მივა მოძღვართან, შენდობას ითხოვოს", - თქვა მეუფე სტეფანემ.

ცნობისთვის, 8 მარტს, მარტვილში ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა მეუფე სტეფანე სასულიერო პირებთან შეხვედრას მართავდა. ინციდენტის დროს, მოაჯირი მოინგრა, რის შედეგად ჟურნალისტები და ოპერატორები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირების ნაწილი ეპარქიაში მეუფე სტეფანეს განმწესებას ეწინააღმდეგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა