თეგებით ძიება

ქუთაისში აქციაზე ნათია თურნავას გადადგომა მოითხოვეს

ქუთაისში, "ნამახვანის ჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ აქციაზე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, დატოვოს ხეობა თურქულმა კომპანია "ენკამ", გაუქმდეს "ნამახვანის ჰესების" კასკადზე 2015 წელს გაცემული ნებართვა და მასზე დაფუძნებული დოკუმენტები.

„ჩვენი ინტერესი არ გადახურდავდება ვიწრო ინტერესებზე. უნდა გაუქმდეს მთავრობის განკარგულება, რომელიც რიონის ხეობას უცხოელ ინვესტორს გადასცემს, შეწყდეს ხელშეკრულება და 2015 წლიდან გაცემული ყველა ნებართვა. ასევე, ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა.

ხელისუფლებამ ჩამოიხსნა ნიღაბი, როცა გაიქცა შეხვედრიდან და ჩვენ დაგვიწყეს დაბრალება, რომ ჩვენ ჩავშალეთ. სინამდვილეში, ჩვენ ვიყავით განწყობილები შეხვედრისთვის. ჩვენს კითხვებზე არ აქვთ პასუხები, ამიტომ ვითხოვთ, გადადგეს ნათია თურნავა", - ამბობენ აქტივისტები.

"რიონის მცველების" თქმით, დღის მეორე ნახევრიდან ცენტრალური მოედანი ჩაიხერგება, აქციის მონაწილეები კი ღამეს იქ გაათევენ.

ამასთან, შსს ქუთაისში აქციის მონაწილლებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა