თეგებით ძიება

პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესს აღავლენს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დღეს, 18:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესს აღავლენს. ინფორმაციას მამა იოანე ავრცელებს.

„5 საათზე დაიწყება მსახურება და 6 საათზე ველოდებით მის უწმინდესობას. იქნება შენდობის წესი. ტრადიციულად დიდმარხვის წინა დღეს, ადრე მონასტრებში შენდობას სთხოვდნენ ხოლმე ერთმანეთს და უდაბნოში სალოცავად მიდიოდნენ, ამ ტრადიციიდან გამომდინარე, მისი უწმინდესობაც ყოველ დიდმარხვის წინა დღეს მობრძანდება და შეასრულებს ამ შენდობის წესს“, – აღნიშნა მამა იოანემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა