თეგებით ძიება

პირველად საქართველოში ვაქცინას პაატა იმნაძე გაიკეთებს - პროცედურა პირდაპირ ეთერში გავა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პირველი, ვინც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს, იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე.

ცერცვაძის თქმით, პაატა იმნაძე ინფექციურ საავადმყოფოში დილის 09:00 საათზე, პირდაპირ ეთერში აიცრება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს ჩამოვიდა, ის მედპერსონალისთვისაა განკუთვნილი. ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან იწყება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა