"ბორჯღალოსნებმა" ესპანელები დაამარცხეს
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი 25:19 დაამარცხა.
ევროპის მეორე ტურის მატჩის პირველ ნახევარში ბორჯღალოსნების მხრიდან ერთი ლელო გავიდა, რომელიც თორიკე ჯალაღონიამ დადო. ნახევრის დასასრულს ანგარიში 10-10 დაფიქსირდა.
მეორე ნახევარში ორი ლელო გავიტანეთ, რომელიც აკა ტაბუცაძისა და ჯაბა ბრეგვაძის ანგარიშზე ჩაიწერა.
წლევანდელ გათამაშებაში "ბორჯღალოსნებისთვის" ეს მეორე გამარჯვებაა. ორი ტურის შედეგად ქართველი მორაგბეები სატურნირო ცხრილს 9 ქულით ლიდერობენ.
შემდეგ მატჩში, რომელიც 20 მარტს კალინინგრადში გაიმართება, საქართველოს ნაკრები რუსეთს შეერკინება.
ცნობისთვის, ეს ასევე გახლავთ 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლი.