თეგებით ძიება

ქუჩაში კაცმა შემაგინა, შემოვცხე და პოლიტიკური დევნაო, გახარია მოკლეს ცემაში და ცემის მუხლით აღძრეს საქმე, შაპიტოში ვარ - ელისაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სისხლის სამართლის ბრალდების საქმის განხილვა მიმდინარეობს. 

"რეჟიმი და მისი მსახური დუქანი, სადაც ახლა ვართ, აბსოლუტურად დაცლილი სიმართლისგან და სამართლიანობისგან, გადასულია ძალადობაზე და ამის მონაწილეები ვართ ყველანი. მედავებიან, ქუჩაში კაცმა შემაგინა, შემოვცხე, ვიღაცა გაუგებარი კაცია ალი ბაბაევი და მაგის მიმართ პოლიტიკური დევნაო და გახარია პრემიერმინისტრი იყო, კაცი მოკლეს ცემაში და ცემის მუხლით აღძრეს, ანუ, ის პოლიტიკური დევნაა და ეს ცემაა. შაპიტოში ვარ მოსული", - თქვა ელისაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე. 

შსს ელისაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა