თეგებით ძიება

როგორ გავუმკლავდეთ უძილობას

ადამიანები ჩვენი ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ. ძილი შესაძლოა შევადაროთ ქცევით უძრაობას, რომლის დროსაც კუნთები მოდუნებულია, ხოლო ტვინი სხვადასხვა აქტივობებითაა დაკავებული. სწორედ ძილის დროს ვხედავთ ჩვენ სიზმრებს.

ძილი ბიოლოგიური საჭიროებისაა, ჩვენ უფრო კარგად ვფუნქციონირებთ მაშინ, როდესაც საკმარისად გვძინავს და ძილის ციკლი მოწესრიგებული გვაქვს.

ადამიანებში ძილი ემსახურება ორ მთავარ ფუნქციას - ენერგიის შენახვას და სხეულის ერთგვარ აღდგენა-გაჯანსაღებას. შესაბამისად, მოწესრიგებული ძილის გრაფიკი, საშუალოდ 7-8 საათი, აუცილებელია ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.

როგორ გავუმკლავდეთ უძილობას


შესანიშნავია, როდესაც ყოველ ღამით მშვიდად შეგიძლიათ დაძინება, თუმცა, დღეს ბევრი ადამიანი იტანჯება ძილის დარღვევებით, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს მათ სოციალურ ფუნქციონირებასა და ჯანსაღ აქტივობას.



მსოფლიოში უამარავი უბედური შემთხვევა სწორედ არასაკმარისი ძილის გამო ხდება, რადგან ადამიანები ხშირად სამუშაო ადგილას ან მანქანაში თვლემენ.

ძილის ერთ-ერთი დარღვევაა ინსომნია - დაძინების სირთულე. ინსომნიისთვის დამახასიათებელია: მალე დაძინების სირთულე, ღამე ხშირად და დილით ადრე გაღვიძებები. ინსომნია სერიოზულად აფერხებს ადამიანის ფუნქციონირებას.

გიზიარებთ რეკომენდაციებს როგორ გავუმკლავდეთ ინსომნიას.

რეკომენდაციები:
• დაიცავით ძილის გრაფიკი - გაწერეთ დაძინებისა და გაღვიძების დრო, მათ შორის დასვენების დღეებში.
• იყავით რაც შეიძლება აქტიური დღის განმავლობაში, ეცადეთ დახარჯოთ ენერგია, ივარჯიშეთ. ეს ხელს უწყობს ღამით კარგ ძილს.
• შეამოწმეთ მედიკამენტები - თუ რაიმე სახის მედიკამენტს იღებთ, შეამოწმეთ, ხომ არ შეიცავს იგი კოფეინს, ან შეამოწმებინეთ იგი ექიმს.
• მოერიდეთ დღის ძილს - ეცადეთ დღისით არ დაიძინოთ, ან დაიძინოთ არაუმეტეს 30 წუთისა.
• მოერიდეთ კოფეინისა და ალკოჰოლის მიღებას - ამ ყველაფერმა შესაძლოა გაართულოს ჩაძინება რამდენიმე საათის მანძილზე.

ავტორი: მარი ქავთარაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა