გიყვარდეს საკუთარ თავი ჯანსაღად და არა ეგოისტურად - რჩევები ფსიქოლოგისგან
ფსიქოლოგიაში დიდი ადგილი უკავია პიროვნული მეს სიჯანსაღეს, რისთვისაც აუცილებელია საკუთარი თავის შეცნობა, შეყვარება და მიღება, თუმცა, აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ძალიან ხშირად არ არის ხოლმე სწორედ აღქმული და გაგებული.
ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ სტატიას, რომელშიც ზუსტად ამ ნიუანსებზე და ასქპეტზე ისაუბრებს.
საკუთარი თავის სიყვარულში აუცილებლად უნდა იყოს დაცული სამყაროს კანონი, რაც განაპირობებს ჩვენს ცხოვრებას და ეს არის ფაქტიურად ცხოვრებისეული რუქა - სახელმძღვანელო, რისი მიხედვითად უნდა იხელმძღვანელოს თითოეულმა ადამიანმა და მას ვუწოდებთ "ბალანსს“.
თუმცა, როდესაც დამოუკიდებლად იწყებს ადამიანი თვითგანვითარებას, ძნელია გააცნობიეროს, სად გადის ზღვარი საკუთარი თავის სიყვარულსა და ნარცისიზმს /ეგოიზმს შორის, ბალანსიც შესაძლოა დაირღვეს!
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც ადამიანს საკუთარი თავი მიღებული აქვს და უყვარს, ის მეტად კომუნიკაბელურია და იოლად აწყობს ურთიერთობებს, იმიტომ, რომ აქვს უნარი უყვარდეს არამარტო საკუთარი თავი, არამედ ირგვლივმყოფი ადამიანები, ისევე როგორც პირად ურთიერთობაში შეუძლია ჯანსაღად უყვარდეს მეწყვილე.
ასევე იოლად გამოდის წარმატება, კარიერის სფერო, რადგან ასეთ ადამიანებთან თანამშრომლობა, მეგობრობა თუ სასიყვარულო ურთიერთობა სასიამოვნოა და დიდი პოზიტივის მომტანი. ასეთმა ადამიანმა კარგად იცის, როგორ მიიღოს ურთიერთობებიდან სიკეთეები და ასევე გასცეს ის, ანუ, აქ ასევე დაცულია სამყაროს მამოძრავებელი ძალა, მიღება-გაცემის კანონი და საზღვრები, რადგან როდესაც ადამიანი პატივს სცემს საკუთარ თავს, იცის რა უნდა.
ახლა განვიხილოთ რას ნიშნავს "ნარცისი/ეგოისტი“ ადამიანი - მოსწონდეს და უყვარდეს საკუთარი თავი ნარცისულად და ეგოსტიურად, ამავდროულად სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანს ნამდვილად უყვარს და მიღებული აქვს საკუთარი თავი. ამასთანავე, შესაძლებელია ადამიანს მართავდეს სიძულვილის ემოციაც, როგორც საკუთარი თავის, ასევე ირგვლივმყოფების მიმართ. იგი მიმართულია, მხოლოდ საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებაზე, მხოლოდ მიღებაზეა მოტივირებული, ვერ აბალანსებს მიღება-გაცემის კანონს, რომელიც აუცილებელია ჰარმონიული ურთიერთობისთვის. ასეთ ადამიანს გამოდის, რომ სჭირდება მსხვერპლი, რომელიც მუდმივად გაცემს სიყვარულს, სიკეთეებს და იგი ყოველთვის იღებს, თუმცა ამის მადლიერი შესალოა არც იყოს, რადგან მუმდივად უკმაყოფილოა იმისა, რასაც იღებს და მეტი და მეტი უნდა....
ახლა ამ ორ მდგომარეობას შორის, რომ გავავლოთ პარალელი და შევადაროთ, უფრო მარტივია გააცნობიეროთ, რომელი მდგომარეობა არის ადამიანისთვის ჯანსაღი, ეკოლოგიური და მომგებიანი?!
ჩვენ, ადამიანებს, გვჭირდება ჯანსაღი ურთიერთობები. იმისათვის, რომ სასიამოვნო იყოს ეს ურთიერთობა, სადაც ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ ურთიერთობა შედგება მიღება-გაცემაზე. თუ აქედან რომელიმე მდგომარეობა დარღვეულია, ადამიანისთვის ურთიერთობა ნაკლებად სასიამოვნო და საინტერესო ხდება.
მაგალითად: თქვენს საყვარელ ადამიანზე ზრუნავთ, გასცემთ სიყვარულს - ეს არის გაცემული ენერგია. როდესაც საპასუხოს იღებთ ადრესატისგან, რა თქმა უნდა ეს სასიამოვნო და სიხარულის მომტანი ურთიერთობაა, როდესაც გამუდმებით სხვაგვარად ხდება, ადამიანი იცლება ენერგეტიკულად და იფიტება.
და ეს სცენარი ეხება ყველა სახის ურთიერთობას, თანამშრომლობას, მეგობრობას, ოჯახურ ურთიერთობას, კარიერულ სფეროს და ასე შემდეგ...
ამიტომ, იყავით საკუთარი თავის სიყვარულის წყარო. თუ ეს მდგომარეობა თქვენში არაა, გახდებით დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, ადამიანებზე და ეს შექმნის მიჯაჭვულობას.
იმუშავეთ საკუთარ ჯანსაღ მდგომარეობაზე, რათა იყოთ სავსე და თვითკმარი ადამიანი, რომელიც საკუთარ ჰარმონიულ მდგომარეობაზე თვითონ არის პასუხისმგებელი და გამოასხივეთ სიყვარულის ენერგია, ეს მდგომარეობა ყოველთვის მომგებიანია და წარმატების მომტანი!