დაიწყეთ ბედნიერების შეგროვება დილიდანვე - რჩევები პერსონალური ქოუჩისგან
პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და ტრენერი თამარ ბოკერია, გთავაზობთ სამოტივაციო სტატიას:
"როგორები ვართ ჩვენ?!
რა თქმა უნდა უნიკალურები, შესანიშნავები და ზოგჯერ ამის შეხსენება გვავიწყდება საკუთარი თავისთვის...
არადა მოტივაცია და სტიმული, რაც თავად უნდა მივცეთ საკუთარ თავს, ეს ოქროს გასაღებია ჰარმონიისთვის, წარმატებისთვის და იმ პატარ-პატარა ბედნიერებისთვის, რომელიც ჰაერივით გვჭირდება ხოლმე...
მოდით გავიაროთ გენერალური რეპეტიცია, გავიხსენოთ კიდევ ერთხელ ის, რაც უკვე ვიცით...
რა გვჭირდება იმისთვის, რომ დილა, დღე დავიწყოთ მეტი სიხარულით და მოტივაციით?!
შესაძლოა ჩვენ წავიდეთ გრანდიოზულ მიზნებზე, სურვილებზე და ა.შ.
კი ბატონო...
თუმცა, პირველ რიგში, გვჭირდება, რომ საკუთარ თავს მივულოცოთ ახალი დღე, იმ ღიმილითაც კი, რომელსაც სამყაროს გავუგზავნით გაღვიძებისთანავე...
გვჭირდება, რომ ყოველ ახალ დილას ვკონცენტრირდეთ სასიამოვნოზე...
თუ ვინმეს გაგიჩნდებათ კითხვა?! თუ არაფერი ხდება სასიამოვნო ამ მომენტში?!
გიპასუხებთ, რომ შეუძლებელია...
ჩვენ უბრალოდ ფოკუსირება უნდა შეგვეძლოს, შემჩნევა და სიხარული იმისა, რაც ჩვენში ან ჩვენს ირგვლივ ყოველწუთიერად ხდება...
და მაინც, როგორ შეიძლება გავასწოროთ ფოკუსი რაიმე სასიამოვნეზე?! ეს ხდება ძალიან მარტივად...
პირველ რიგში საკუთარ თავში იპოვეთ რაიმე, რაც მოგწონთ, შეაქეთ იგი ამისთვის... გაუგზავნეთ სასიამოვნო იმპულსები... რითი ხართ მადლიერი საკუთარი თავის?! ეს ყოველი გაღვიძებისთანავე გაიხსენეთ!დაამოტივირეთ საკუთარი თავი...
გაუგზავნეთ სამყაროს მადლიერება ახალი დღისთვის! სახე მიუშვირეთ თქვენი ფანჯრებიდან შემოსულ ჰაერს და შეიგრძნეთ იგი, როგორც ახალი დღის მაჯისცემა, სადაც თავიდან გეძლევათ ახალი შესაძლებლობები ყოველი განთიადისას...
უთხარით თქვენს ოჯახის წევრებს «მიყვარხარ» არ არის რთული ამ სიტყვის თქმა... ჩაეხუტეთ მათ... კითხეთ როგორ გრძნობენ თავს?!
დაურეკეთ და მოიკითხეთ მეგობრები, საყვარელი ადამიანები...
როგორც არ უნდა გეცალოთ, როგორც არ უნდა გქონდეთ ამის განწყობა, დილა დაიწყეთ ღიმილით, მადლიერებით, მოკითხვით, ყურადღებით, სიყვარულით...
დილიდანვე დაიწყეთ ბედნიერების შეგროვება, რათა თქვენმა ახალმა დღემ გიპასუხოთ სიყვარულით და მადლიერებით...
შექმენით თქვენი დღე თავად და მის მთავარ «ინგრედიენტად» გახადეთ ფოკუსირება სასიამოვნოზე...