როგორ ანადგურებენ ოჯახის „მეგობრები“ ქორწინებებს - 4 საშიში სიგნალი
როგორ ამოვიცნოთ ყალბი მეგობარი, რომელიც ცდილობს თქვენი ოჯახური ურთიერთობა გაანადგუროს.
ნამდვილ მეგობართან ერთად ნებისმიეწრ დროს შეგიძლიათ გაერთოთ ან მოიწყენოთ, თან იცოდეთ, რომ ის ყოველთვის მხარს დაგიჭერთ და არ გიღალატობთ. მაგრამ ხშირად ადამიანები, რომლებსაც ვენდობით, მოლოდინს არ ამართლებენ.
მეგობრის ღალატის რეიტინგში ურთიერთობის განადგურების მცდელობა პირველ ადგილს იკავებს. როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ ახლო მეგობარი მისი ურთიერთობის დანგრევას და საყვარელი ადამიანის წართმევას ცდილობს, ყველას და ყველაფრის მიმართ ნდობას კარგავს.
როგორ ამოვიცნოთ ასეთი მეგობრები მანამ, სანამ ზიანს მოგვაყენებდნენ? ნახეთ 4 საშიში სიგნალი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.
1. თქვენი საიდუმლო „შემთხვევით“ გაამხილა
წარმოიდგინეთ, რომ უახლოეს მეგობარს გაუზიარეთ ინფორმაცია, რომელიც არ გსურთ, რომ პარტნიორმა იცოდეს. მაგალითად, ის, რომ მის ნათესავებთან სტუმრად მისვლა არ მოგწონთ და მომავალი კვირას თავი უნდა მოიავადმყოფოთ, რომ ვიზიტზე უარი თქვათ. ერთი კვირის ან ერთი თვის შემდეგ, მეუღლე გაღიზიანებული გეკითხებათ, რატომ არ გიყვართ მისი ნათესავები და ხვდებით, რომ ინფორმაციამ გაჟონა.. რა თქმა უნდა, მეგობარი იფიცებს, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს ან ამბობს, რომ შემთხვევით, ბოროტი განძრახვის გარეშე წამოსცდა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანი, რომელმაც თქვენი საიდუმლო „შემთხვევით“ გათქვა, ამას მომავალშიც არ გააკეთებს. მით უმეტეს, თუ მისი მიზანი თქვენს ურთიერთობაში უთანხმოება გამოწვევაა.
2. არღვევს წყვილის ზოგად რეალობას
ყველას გვიყვარს მეგობრებთან ერთად დროის გატარება, მაგრამ ამან თქვენს ცხოვრებაში მთავარი ადგილი არ უნდა დაიკავოს, განსაკუთრებით თუ საყვარელი ადამიანი გყავთ და მასთან საერთო ინტერესები გაკავშირებთ. სასურველია, ოჯახური გატაცებები მხოლოდ ორივესთვის დაიტოვოთ, ხოლო თუ პირად სივრცეში მესამე პირის შეშვება გადაწყვიტეთ, ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ.
როდესაც მეგობარი დაჟინებით ცდილობს წყვილის ზოგად რეალობაში შეჭრას, ამასთან ერთ-ერთ მეუღლესთან დაახლოებას, კარგად უნდა დაფიქრდეთ. ეს პირადი საზღვრების დარღვევაა.
მოდი, განვიხილოთ ეს საკითხი ორი რეალური მაგალითის დახმარებით.
დაქორწინებული ან დასაქორწინებელი წყვილი ცეკვის წრეზე ერთად დადის. საერთო მეგობარმა გოგონამ ცეკვის გაკვეთილეწბზე მათთან ერთად სიარული მოინდომა. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ მალე გოგონამ დაიწყო იმის დემონსტრირება, რომ მეგობარზე უკეთ მოძრაობს და ცდილობს მისი პარტნიორის ყურადღება მიიქციოს.
ქმარს თევზაობა უყვარს, თქვენ კი არა. თქვენმა მეგობარმა, რომელმაც ეს იცის, მოულოდნელად თქვენს მეუღლეს თავის მეგობრებთან ერთად, სათევზაოდ წასვლა შესთავაზა. თქვენ ამაში ცუდს ვერ ხედავთ, რადგან ორივეს ენდობით და საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ.
ორივე შემთხვევაში, პრობლემა ერთი შეხედვით, არ ჩანს, მაგრამ მნიშვნელოვანია მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას. თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ და რაღაც არ მოგწონთ, ეცადეთ მშვიდად გამოხატოთ საკუთარი პოზიცია პარტნიორთან, მეგობარს კი მიანიშნეთ, რომ არსებობს საზღვრები, რომლებიც არ უნდა დაარღვიოს.
3. თქვენს ზურგს უკან ამყარებს ურთიერთობას თქვენს პარტნიორთან
ბევრ ადამიანს ჰქონია სიტუაცია, როცა სხვადასხვა ვითარებაში გაცნობილ ორ მეგობარს ერთმანეთს აცნობთ და შემდეგ იგებთ, რომ ისინი თქვენს გარეშეც შესანიშნავად ერთობიან. უსიამოვნოა, მაგრამ არა ფატალური, თუმცა როდესაც საქმე თქვენს პარტნიორს და შეყვარებულს ეხება, უკვე არასასიამოვნო ხდება.
წარმოიდგინეთ, რომ ქმარს მეგობრის ავადმყოფობის შესახებ აცნობეთ და ის გპასუხობთ, რომ უკვე იცის, რადგან წინა დღეს მან თავად მისწერა, რომ ავადაა. უბრალოდ, ამის თქვენთვის თქმა დაავიწყდა. მეგობრის ეს საქციელი ძალიან უცნაურად გამოიყურება და უნდობლობას აჩენს.
მომხდარი შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ „ოჯახის მეგობარი“ არც ისეთი მეგობარია, როგორც გგონიათ.
4. ცდილობს არაკორექტული ხუმრობით თქვენი ავტორიტეტი დააზიანოს
არასწორი იქნება წყვილის პრობლემებში მხოლოდ მესამე პირი ან გარე ფაქტორები დავადანაშაულოთ, რადგან ვერც ერთი და ვერც მეორე გავლენას ვერ მოახდენს, თუ ურთიერთობა ჰარმონიულია.
თუ ურთიერთობაში ყველაფერი წესრიგში არ არის, მაშინ ერთ-ერთ მეუღლეს კონფლიქტის პროვოცირება და გამწვავება შეუძლია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ადეკვატურად შეაფასოთ სიტუაცია და მეგობრის რეაქცია.
მაგალითად, წვეულებაზე თქვენი ქმარი სრულიად უმიზეზოდ იწყებს თქვენი მეგობრის კულინარიული შესაძლებლობების ქებას ან სხვა ტიპის კომპლიმენტებს აფრქვევს. იმის ნაცვლად, რომ მეგობარმა თქვენს ქმარს მადლობა მშვიდად გადაუხადოს, თამაშში ყვება. მაგალითად, ხაზს უსვამს თავის უპირატესობას ისეთი ვითომ სახუმარო ფრაზებით, როგორიცაა „რა თქმა უნდა კარგია, შენი ცოლის გაკეთებულს არ ჰგავს“ ან „თუ ასეთი კარგი ვარ, იქნებ განქორწინებაზე გეფიქრა?“
ეს ნამდვილად არაჯანსაღი მეგობრობის და ურთიერთობის ნიშანია და რაღაც სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ.