თეგებით ძიება

ბათუმი - ჩაბეტონებული ზღვისპირა ქალაქი

ბათუმი - ამ ქალაქის ხსენებისას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დადებითი ასოციაციები უჩნდებათ და ძირითადად, ადამიანებს ვირტუალურ სივრცეში განთავსებული ბათუმის უმშვენიერესი უბნების კადრები თუ ვიდეო კოლაჟები წარმოუდგება თვალწინ...

ეს ასეცაა, ბათუმი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია, თავისი სტრატეგიული ზღვისპირა მდებარეობით. ახალი თუ ძველი მაღალი არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობებით, ბოტანიკური ბაღით, ზღვისპირა ბულვარით, ევროპული დონის მოედნებითა თუ მოპირკეთებული ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის, მაღალი კლასის სასტუმროებითა თუ დახვეწილი კაფეებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმი თანამედროვე საქართველოს ნათელი სახეა.

ბათუმი - ჩაბეტონებული ზღვისპირა ქალაქი


ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, თუმცა, ამის მიუხედავად, ქალაქში უამრავი პრობელმა გვხვდება, რომელსაც აქ მცხოვრები მოსახლეობა, ყოველდღიურად აწყდება.

სასიხარულოა, როცა ქალაქი ვითარდება, ბოლო წლებში მართლაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ბათუმის იერსახე საგრძნობლად შეიცვალა, თუმცა სამწუხაროდ, ბევრი რამ არასახარბიელო კუთხით...

ულამაზესი ბათუმი დღითიდღე, ჩაბეტონებული ქალაქი ხდება... გაუთავებლად „შენდება“... გაუთავებლად „მშვენდება“ და ფერადქვათა თავშესაფარს ემსგავსება ჩემი ქალაქი...



2012 წლამდე ბათუმის ცენტრალურ ნაწილში დასაშვები იყო მხოლოდ 6-7 სართულიანი მშენებლობები, ისიც სპეციალურად შესწავლილ-გამოკვლეულ ადგილებში, მაღალი შენობის აშენება კი მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოშორებით შეიძლებოდა.

შესაბამისად, ეს კანონი ყოველდღე ირღვევა, მას შემდეგ, რაც სამშენებლო კომპანიებს შეუზღუდავი, მშენებლობების უკონტროლო ნებართვა მისცეს.

დღეს ბათუმის თითქმის ყველა ქუჩაზე ვხვდებით მაღალსართულიან სახლებს, სასტუმროებს, გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობებს... დღეისათვის ყოველივე ეს, ბათუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.



თავდაპირველი მიზეზი, რომელმაც ბათუმი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ქალაქის ინფრასტრუქტურული გაშენიანების გენერალური გეგმის არარსებობა, ან ფორმალური არსებობაა!



გეგმების გარეშე კი ქალაქი - არასწორად ვითარდება, რასაც არასახარბიელო შედეგებამდე მივყავართ. ისიც საკითხავია, რამდენად უსაფრთხოა ბათუმის ტერიტორიაზე, ზღვასთან ასე ახლოს ამდენი ცათამბჯენის აშენება... აუცილებელია სპეციალური კონტროლის გააქტიურება, სანამ ჩაბეტონებული ქალაქიდან, შენობათა ნანგრევებს მივიღებთ...

ავტორი: ანა ბოლქვაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა