თეგებით ძიება

„ალკოტესტმა აჩვენა, რომ ის ფხიზელი იყო“- გოგი წულაიას ადვოკატი

გოგი წულაიას ადვოკატი, ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ თუ სასამართლო ბრალდებულს კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგენს და თუ არ დაამძიმებს ბრალდებას, სავარაუდოდ გოგის დღეს სასამართლო გამოუშვებს.

„დღეს 2 საათისთვის იქნება გოგი წულაიასათვის ბრალის წარდგენა იზოლატორში, ჩვენ არ ვიცით პროკურატურა რა მუხლით აპირებს ბრალის წარდგენას. სავარაუდოდ რაც ვიცით, ესაა რომ აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც საპატიმრო ღონისძიებას არ ითვალისწინებს აღკვეთის სახით. ამიტომ თუ აღნიშნულ ბრალდებას წარუდგენენ, მაშინ სავარაუდოდ გოგის დღეს სასამართლო გამოუშვებს.

მაგრამ თუ დაამძიმებს და სხვა ბრალდებით შევა ეს გაირკვევა მხოლოდ ბრალდების შემდეგ. მანამდე მე ვარაუდის დონეზე ვაცხადებ, რა მუხლითაც არის აღძრული იმ მუხლით მოხდება ბრალდების წაყენება“- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულს ალკოჰოლური ტესტი ჩაუტარდა და აჩვენა, რომ არ იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკოსი გოგი წულაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა