საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა
საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა. ის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 10 მარტს ჩატარდა და მასზე რეგისტრირებულმა 25-მა სუბიექტმა, ჯამში 42-მა (74-იდან) პრეზიდენტად კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე აირჩია.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.