თეგებით ძიება

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება არ შეჩერდება - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოში „ასტრაზენეკას" ვაქცინაცია გაგრძრლდება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"ცოტა ხნის წინ ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან შევიტყვეთ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული დასკვნა. ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას საფუძველს, შეჩერებული იყოს „ასტრაზენეკას“ მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება", - განაცხადა ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ახალციხეში ექთანი, 27 წლის ქალი კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რამ მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა