თეგებით ძიება

გურჯაანში, 2 თვე კაცი გარდაცვლილ დედასთან ერთად ცხოვრობდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცხედარი იპოვეს. 80 წლის ქალი, სავარაუდოდ, 2 თვის გარდაცვლილია.

ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა მეზობლებმა სპეციფიკური სუნის გამო, ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.

როგორც report.ge-ს ადგილობრივები უყვებიან, გარდაცვლილის ვაჟს ფსიქიკური პრობლემები აქვს და დედის გარდაცვალების შესახებ არავის შეატყობინა.

მათივე ინფორმაციით, ვაჟი ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, ხოლო დედა ქალიშვილთან ერთად სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა.

როგორც მეზობლები ამბობენ, სავარაუდოდ, ორი თვე, შვილი დედის ცხედართან ერთად ცხოვრობდა.

მათივე ინფორმაციით, დაკითხვისას ვაჟს უთქვამს, რომ დედამისი 3 იანვარს გარდაიცვალა.

80 წლის ქალის მეორე შვილი კი, კლინიკაში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მათივე ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა