არ მესმის საერთოდ რა ხდება, ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე - ვახტანგ მეგრელიშვილი
მე არ მესმის საერთოდ, აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის, ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
როგორც მეგრელიშვილმა მმართველი პარტიის და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დარჩეს მოლაპარაკების საკითხები საიდუმლოდ.
„ძალიან არ მომწონს ამ პუნქტების საიდუმლოდ დატოვება. ეს არის ჩემი ერთადერთი პრობლემა, რომლის გამოც მე ვარ შეზღუდული, რომ ვისაუბრო. მე არ მესმის, საერთოდ აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის. მათ შორის, მოლაპარაკების სტილი არ მესმის. მეგონა, რომ მე ვარ არაკომპეტენტური და ეს ხალხი არის ძალიან კომპეტენტური. საბოლოო ჯამში, იმედი მქონდა, რომ მე ვცდებოდი და რაღაც შედეგი დადგებოდა. ახლა რომ დავრწმუნდი, შედეგი არ დადგა, ახლა ველოდებით რაიმე უფლებას, რომ კონკრეტულ საკითხებზე შესაძლებელი იყოს საუბრის დაწყება. იყო იქ პუნქტები, რომელიც მომწონდა. ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართული რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციური არტიების წარმომადგენლებს შორის, უშედეგოდ დასრულდა.