თეგებით ძიება

გოგი წულაიას სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

ამ წუთებში ქალზე ძალადობისთვის დაკავებული გოგი წულაიას პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს გაირკვევა ბრალდებული საბოლოო გადაწყვეტილებამდე დარჩება თუ არა პატიმრობაში, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მხარეები დილიდან მსჯელობენ. ცნობილია, რომ გოგი წულაია ბრალს არ აღიარებს.

გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის თქმით, საქმეში ამ დრომდე არ დევს არც ერთი ექსპერტიზა და ალკოტესტი, მისივე თქმით, წულაია ნასვამი არ ყოფილა.

„მე გაოცებული ვარ, ეს საბჭოთა კავშირის დროსაც არ ხდებოდა, ჯერ დაიჭერდნენ და მერე ეძებდნენ მტკიცებულებებს. როცა იქნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ამის შემდეგ შეგვეძლია ვიმსჯელოთ“, - განაცხადა გელბახიანმა.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, საქმეზე წარმოდგენილია უტყუარი, ურთიერთშეთავსებადი, დამაჯერებელი მტკიცებულებები.

„საქმეზე წარმოდგენილია უტყუარი, ურთიერთშეთავსებადი, დამაჯერებელი მტკიცებულებები არამხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, ასევე წარმოდგენილია სხვა მტკიცებულებები, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული არა ერთი მტკიცებულება და ამასთან ვიდეო მასალა“, - განაცხადა პროკურორმა.

სამართალდამცველებმა გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა