თეგებით ძიება

გოგი წულაიას საქმეში მთავარ მტკიცებულებად ფარული ვიდეოჩანაწერები დევს

გოგი წულაიას საქმეში მთავარი მტკიცებულებად ფარული ვიდეოჩანაწერები დევს. ბრალდებულის უფლებადამცველის მტკიცებით, არსებულ ვიდეოჩანაწერში იკითხება, რომ გოგი წულაიას სექსუალური მოტივაცია, მიზანი და ამოცანა არ ჰქონია.

"ეს არის წინასწარ შექმნილი ბრალდება, რომლის მტკიცებულება გამოძიებას მოპოვებული არ აქვს. გარდა ამისა, დაზარალებულის ჩვენებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს. როგორც დაკავებული აცხადებს, ეს არის მისი პოლიტიკური საქმიანობის შედეგად შექმნილი ბრალდება და თავს თვლის თვლის პოლიტიკურ მსხვერპლად. ქალბატონის მიერ ფარული ჩაწერა მიმდინარეობდა, დათვალიერების ოქმში არის სრული ტექსი, სტენოგრამა გადმოტანილი და იკითხება რომ სექსუალური მოტივაცია, მიზანი და ამოცანა არ ჰქონია გოგი წულაიას," - აცხადებს ადვოკატი ვალერი გელბახიანი.

საპირისპიროს ამტკიცებს სახელმწიფო ბრალდება. პროკურორის თქმით, ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია ძალადობის ფაქტობრივი გარემოებები.

"საქმეში დევს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, წარმოდგენილია სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება. ამოღებული ვიდეო მასალა არ ასახავს უშუალოდ მომხდარ ფაქტს, მაგრამ ასახავს იმ რეალობას, რაც განვითარდა მას შემდეგ, რაც ბატონმა წულაიამ განახორციელა სავარაუდოდ 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება რომ შემთხვევის დროს მიიღო ალკოჰოლური სასმელი,"- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა