საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
კალინინგრადში, საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 23:6 დაამარცხა. ამით ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, რიგით მესამე გამარჯვება მოიპოვა.
"ბორჯღალოსნებმა" რუსეთს 3 უპასუხო ლელო გაუტანეს და ბონუსით გაიმარჯვეს.
შემდეგი შეხვედრას ჩვენი ნაკრები 28 მარტს, 15:00 საათზე რუმინეთის წინააღმდეგ გამართავენ. ამჯერად ეროვნული ნაკრები სამშობლოში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.