თეგებით ძიება
22. 03. 2021 მსოფლიო

დონალდ ტრამპი ახალი სოციალური ქსელის შექმნას აპირებს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი სოციალური ქსელის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ტრამპის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა Fox News-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პლატფორმა ორ-სამ თვეში ჩაეშვება: „ტრამპი სოციალური მედიის სივრცეში ორ-სამ თვეში, საკუთარ პლატფორმაზე დაბრუნდება.

როგორც მილერმა აღნიშნა, ეს იქნება მსხვილი პლატფორმა, რომელიც ათობით მილიონ მომხმარებელს მიიზიდავს.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელებში დონალდ ტრამპის ანგარიშები 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ, ძალადობისკენ მოწოდებების გამო დაიბლოკა.

მოგვიანებით, Facebook-მა და Instagram-მა ტრამპის ანგარიში განბლოკა, თუმცა, Twitter-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ტრამპის ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება საბოლოოა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა