ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის ტურნირზე 1/32-ფინალიდან ჩაერთვება
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის მიმდინარე წელი წარმატებულია. „დოჰას მასტერსის“ მოგების შემდეგ მან $69 520 და 250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ხოლო ATP-ის მსოფლიო რეიტინგში, 42-ე პოზიციიდან, 36-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
შემდეგ იყო დუბაის ტურნირი, სადაც საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი 500-ქულიანი ტურნირის 1/16-ფინალში, ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა საკუთარი თამაშით კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ამჯერად 29 წლის ჩოგბურთელი, ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, Miami Open-ზე იასპარეზებს. სადაც მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, მისი მეტოქე კი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გადმოსული ერთ-ერთი მოთამაშე იქნება.
1000 ქულიანი ტურნირის საპრიზო ფონდი, 4 299 205-ამერიკული დოლარია.