ძალოსნობაში რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის თბილისის ღია პირველობა დაარსდა
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ძალოსნობაში საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონის რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის თბილისის ღია პირველობა დაარსდა.
ოლიმპიური ჩემპიონის სახელობის ეგიდით გამართული ღია პირველობა, ამიერიდან ტრადიციული გახდება და ძალოსნობაში გამარჯვებულ-პრიზიორებს ყოველ წელს გამოავლენს.
ქალაქის ხელმძღვანელობამ პირველობის დაარსება სიმბოლურად, რაფაელ ჩიმიშკიანის დაბადების დღეს დაამთხვია, რომელიც დღეს 92 წლის გახდა.